ARMACAD  Follow

სრულად დაფინანსებული საშემოდგომო პროგრამა - საქართველოდან სომხეთში: აკადემიური ურთიერთობების განვითარების პროგრამა. 7-11 ოქტომბერი, 2019. ერევანი, სომხეთი.

Publish Date: Oct 18, 2018

Deadline: Nov 21, 2018

Event Dates: from Oct 07, 2019 12:00 to Oct 11, 2019 12:00

ქართველები სომხეთშიაკადემიური ურთიერთობების განვითარების პროგრამა

7-11 ოქტომბერი, 2019

ერევანი, სომხეთი

აკადემიური ტურ სომხეთის უნივერსიტეტებსა და აკადემიურ დაწესებულებებში ქართველი სტუდენტების, მკვლევარებისა და პროფესორებისთვის

სომხეთსა და საქართველოს შორის აკადემიური, საგანმანათლებლო და კულტურული ურთიერთობების ხელშეწყობის მიზნით ARMACAD-ი იწვევს სტუდენტებს, მკვლევარებსა და პროფესორებს, რომ მონაწილეობა მიიღონ სომხეთსა და საქართველოს შორის აკადემიური ურთიერთობების განვითარების პირველ პროგრამაში.

პროგრამის მიზანია ქართველ კოლეგებს გააცნოს დღევანდელი სომხეთის უმაღლესი განათლების სისტემა სომხურ უნივერსიტეტებში, აკადემიურ დაწესეუბულებებში, სამინისტროებში, მუზეუმებსა და პროგრამის მონაწილეთა აკადემიურ ინტერესთან დაკავშირებულ ადგილებში ვიზიტის საშუალებით.

ქართველი მონაწილეები შეხვდებიან პროგრამისთვის შერჩეულ სომხეთის მხარის წევრებს, რომლებიც თავის მხრივ, 14 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრამდე გაემგზავრებიან ერევნიდან თბილისში მსგავს პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. ეს ტური გახდება არა მხოლოდ სომხეთის აკადემიური სისტემის გაცნობის საშუალება, არამედ იქნება სამახსოვრო მოვლენა, რომელიც გარკვეულ ცვლილებებს შეიტანს მონაწილეების ცხოვრებაში და დაეხმარება მათ შეიძინონ მეტი მეგობარი და კოლეგა სომხეთში. ასე რომ, ქართველი მონაწილეები კიდევ ერთხელ შეხვდებიან თბილისში სომეხ კოლეგებს ერევანში პროგრამის დასრულებიდან რამდენიმე დღეში.

პროგრამის 5 დღის განმავლობაში მონაწილეები ეწვევიან და ინფორმაციას მიიღებენ 5 უნივერსიტეტისა და აკადემიური დაწესებულების შესახებ ერევანში. მონაწილეები სამჯერ შეხვდებიან სომხეთის უმაღლესი განათლების სისტემის წარმომადგენლებს (რექტორებს, სხვადასხვა განყოფილებების ხელმძღვანელებს სამინისტროში, დეპარტამენტების ხელმძღვანელებს და ა.შ.) და მოუსმენენ 3 ლექციას სომხეთის აკადემიური სისტემის შესახებ. ARMACAD-ი სრულიად აანაზღაურებს თბილისი-ერევანი-თბილისში მგზავრობის, ბინისა და კვების ხარჯებს ერევანში.

 

პროგრამის მიზანი

სომხეთსა და საქართველოს, როგორც ორ მეზობელ ქვეყანას უკვე გააჩნია სხვადასხვა სახის კავშირები ისეთ სფეროებში, როგორიცაა ბიზნესი, უსაფრთხოება, ენერგია, ა. შ. სამწუხაროდ, განათლება და კონკრეტულად უმაღლესი განათლება ის სფეროებია, რომელშიც დღემდე ურთიერთობები არ განვითარებულა. პროგრამის მიზნებია:

  • უპირველეს ყოვლისა დაეხმაროს ცალკეულ პირებს საქართველოში და სომხეთში, რომ ჩაერთონ აკადემიურ აქტივობებში;

  • სომხეთის უმაღლესი განათლების შესაძლებლობების პოპულარიზაცია და მომავალი თანამშრომლობისთვის ნიადაგის მომზადება;

  • აკადემიური ტურის საშუალებით გააცნოს ქართველ კოლეგებს ის შესაძლებლობები, რაც არსებობს სომხეთში უცხოელი სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის.

 

სარგებელი მონაწილეებისთვის 

საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებისა და ინსტიტუტების დაახლოებით 25 მონაწილე იქნება მოწვეული ერევანში, რომ მონაწილეობა მიიღოს 5 დღიან სრულად დაფინანსებულ პროგრამაში და ეწვიოს დედაქალაქის უნივერსიტეტებსა და აკადემიურ დაწესებულებებს. შერჩეული კანდიდატები მონაწილეობას მიიღებენ უმაღლესი განათლების სისტემის ოფიციალურ წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებში, ლექციებსა და დისკუსიებში, რომ უკეთ გაეცნონ სომხეთის უმაღლესი განათლების სისტემას და რეალობას.

 

ვის შეუძლია მიმართოს

ამ პროგრამის მონაწლე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

 

  • იყოს საქართველოს მოქალაქე

  • იყოს სულ ცოტა 18 წლის. ასაკობრივი შეზღუდვა არ არის დაწესებული.

  • უნდა იყოს რომელიმე აკადემიური დონის (ბაკლავრიატი, სამაგისტრო პროგრამა, სადოქტორო) და ნებისმიერი სპეციალობის სტუდენტი, მკვლევარი ან პროფესორი მსოფლიოს ნებისმიერი უნივერსიტეტიდან (გარდა სომხეთისა)

  • კარგად იცოდეს ინგლისური.

ARMACAD-ის დაფინანსებით

შერჩეული კანდიდატები მიიღებენ სტიპენდიას, რომლის საშუალებითაც დაიფარება შემდეგი ხარჯები:

  • მგზავრობა თბილისიდან ერევანში და ერევნიდან თბილისში

  • ბინა ერევანში - 4 ღამე

  • კვება და მგზავრობა ერევანში-5 დღე

როგორ გავაკეთოთ განაცხადი

იმისთვის რომ განაცხადი შეავსოთ, დააჭირეთ ბმულს https://armacad.info/armacad--2018-09-24--georgians-in-armenia-academic-relations-development-program-7-11-oct-2019-yerevan-armenia და მიჰყევით ინსტრუქციებს.

 

განაცხადის წარდგენის ბოლო დღე და სხვა მნიშვნელოვანი თარიღები

განაცხადის წარდგენის ბოლო დღეა 21 ნომბერი, 2018.

განაცხადების განხილვის შემდეგ საორგანიზაციო კომიტეტი დაუკავშირდება შერჩეულ კანდიდატებს 2019 წლის 21 მარტამდე,

 

ARMACAD-ის შესახებ

ARMACAD არის წამყვანი საგანმანათლებლო პლატფორმა, რომლის მთავარი ოფისიც არის ერევანში, სომხეთი. იგი ეხმარება მსურველებს მოიძიონ შესაბამისი სტიპენდია, კვლევისა და სწავლის შესაძლებლობები მთელ მსოფლიოში. მეორე მხრივ, ARMACAD ეხმარება აკადემიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომ თავიანთი შესაძლებლობები გააცნონ დაინტერესებულ პირებს მთელ მსოფლიოში და მიიღონ განაცხადები უცხოელი კვალიფიციური კადრებისგან.

თითოეულ დაინტერესებულ პირს შეუძლია გამოიწეროს ყოველკვირეული დაიჯესტი, მიიღოს განახლებული ინფორმაცია ელექტრონუული ფოსტით. ამისთვის საჭიროა ვებგვერდზე დარეგისტრირება და იმ სპეციალობის ამორჩევა, რომელიც ყველაზე შესაფერისია თქვენი აკადემიური კარიერისა და საჭიროებებისთვის.

 

Similar Opportunities


Disciplines

Any

Study Levels

Certificate programs

Doctoral

Graduate

Postdoctoral

Postgraduate

Research

Undergraduate

Opportunity Types

Scholarships

Eligible Countries

Georgia

Host Countries

Armenia

Event Types

Meetings